პოსტები სოციალური ქსელიდან

„ჩემს წინასწარ გლოვას აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30 ოქტომბერს ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება “ – სააკაშვილი

Nusagi

„ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე. ჩემს წინასწარ გლოვას აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

სააკაშვილის მორიგი განცხადება მასთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს წაუკითხა.

სააკაშვილის თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია 30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების მოპოვება.

„მეგობრებო, მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს არჩევნებს. ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია.

ქვეყანა ბევრი მეთოდით უნდა შევცვალოთ და მათ შორის, უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯვა. ჩემი მხრივ, ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე. ჩემს წინასწარ გლოვას ახლა აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, – აცხადებს სააკაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,138 ნახვა
%d bloggers like this: