საზოგადოება

გიორგი ფხაკაძის ინტერვიუს დროს, პირდაპირ ეთერში ლალი მოროშკინა გამოჩნდა მწვადებით

Nusagi

რუსთავი2-ზე, პროფესორ გიორგი ფხაკაძის ჩართვისას, პირდაპირ ეთერში კურიოზი მოხდა. ფხაკაძე საქართველოში ეპიდვითარებაზე საუბრობდა, რა დროსაც კადრში, უკანა ფონზე ლალი მოროშკინა გამოჩნდა დიდი თეფშით . (იხ. ვიდეო)

ინტერვიუ გაგრძელდა, თუმცა მალე მოროშკინამ ისევ გაიარა მწვადით სავსე თეფშით, ამჯერად საპირისპირო მიმართულებით.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გიორგი ფხაკაძე და მამა პეტრე კოლხი დღეს სიღნაღში, ლალი მოროშიკინასთან, სასტუმროში იმყოფებოდნენ სტუმრად და სატელევიზიო ჩართვაც იქიდან განხორციელდა. 

„მეგობრების რესტორანში წავედით, სადაც მე ვეხმარებოდი სუფრის გაწყობაში. გიორგი არ მოასვენეს ჟურნალისტებმა. იმდენი ხანი აყენებდა კადრს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ჩასართავად, ვიფიქრე, ისევ ემზადებოდა და ჩავიქროლე ცხელ-ცხელი მწვადით…რაც მთავარია, როდესაც დავაფიქსირე, რომ კადრში ვარ, დავიბენი და ახლა უკან ჩამოვიქროლე. თან ვიცოდი, რომ გიორგი მთელი დღის Მშიერი იყო და მწვადი უცივდებოდა. ეტყობა ჩემმა ქვეცნობიერმა ასე “უჯიკა” დროზე დაესრულებინა ეთერი“,-გვითხრა მოროშკინამ. 


Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,555 ნახვა
%d bloggers like this: