სამართალი

მიხეილ სააკაშვილი საკანში მარტო, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე, მოთავსდა

Nusagi

მიხეილ სააკაშვილი საკუთარი სურვილის საფუძველზე იმყოფება საკანში მარტო

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მიხეილ სააკაშვილი დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით სამარტოო საკანში იმყოფება.

„განვმარტავთ, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დაწესებულებაში შესახლებისთანავე დაწესებულების ადმინისტრაციამ შესთავაზა თანამესაკნესთან ერთად ყოფნა, თუმცა მან კატეგორიული უარი განცხადა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე, საკანში მარტო მოთავსდა.

რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს, სააკაშვილის თანაგუნდელები მასთან შეხვედრას ვერ ახერხებენ, არის სიცრუე და ამას ადასტურებს თუნდაც დღის განმავლობაში ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან განხორცილებული არაერთი ვიზიტი, რომელიც მედიასაშუალებითაც შუქდება.

მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს რაც შეეხება, იგი გარეშე პირის სტატუსით სააკაშვილთან შესახვედრად რამდენჯერმე უკვე იმყოფებოდა. ამიტომ მან პენიტენციურ სამსახურს ხელახალი ვიზიტის განსახორციელებლად ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად განცხადებით უნდა მიმართოს და დაასაბუთოს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. დადგენილი წესის შესაბამისად, პენიტენციური სამსახური განიხილავს მის განცხადებას და პასუხს აცნობებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,555 ნახვა
%d bloggers like this: