ხელოვნება და კულტურა

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი დღეს გამოვლინდება

Nusagi

ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1 სექტემბერს დაიწყო. წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.

ვადის ამოწურვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:

  1. “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” – რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე
  2. “პერსონა #2“ – რეჟისორი ნინო ბასილია
  3. „მეოთხე ბრაიტონი“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი

წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე.

კომისიის შემადგენლობაში არიან:

  1. მერაბ ნინიძე
  2. ნანა ჯორჯაძე
  3. ნანა ექვთიმიშვილი
  4. დეა კულუმბეგაშვილი
  5. კონსტანტინე ჩლაიძე
  6. გიორგი ოვაშვილი
  7. რატი ონელი
  8. ლევან კიტია
  9. ვლადიმერ კაჭარავა
  10. ალექსანდრე გაბელია
  11. გიგიშა აბაშიძე
  12. ია სუხიტაშვილი
  13. ირაკლი სოლომანაშვილი
  14. მარიამ ჭაჭია
  15. თამთა გაბრიჩიძე

კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების დახურული ჩვენება შედგება დღეს, 12 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში.

კანდიდატი ფილმის სახელი ცნობილი გახდება დღის ბოლოს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,666 ნახვა
%d bloggers like this: