პოლიტიკა

სააკაშვილის ჯანმრთელობა საქართველოს ჯანმრთელობაა, გვიკვდება საქართველო, გადასარჩენია!

Nusagi

ბევრი რამე დაემთხვა, კორპუსის ჩამონგრევა, მაგრამ ხომ ხედავთ, სააკაშვილის ჯანმრთელობა მაინც მთავარია, რადგან მისი ჯანმრთელობა არის დღეს საქართველოს ჯანმრთელობა. გვიკვდება საქართველო და საქართველო გადასარჩენია,-განაცხადა პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა ტვ-პირველის ეთერში, გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“.

მისი თქმით, სააკაშვილს თაფლიც კი დააყვედრეს.

„სააკაშვილის გადარჩენა ჩვენთვის თვითგადარჩენას ნიშნავს, სააკაშვილის მაგალითი გენიალური მაგალითია. იმ უდიდესი წარმატებების ფონზე, რაც პოლიტიკაში მოიტანა და რაც უკრაინაში ჩაატარა რეფორმები, ეს ნიშნავს, რომ მიშასთვის მაინც ყველაზე მთავარი საქართველოა. ეს მთელმა მსოფლიომ დაინახა. საქართველოს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მიშას გარეშე არ მოექცეოდა. იგივე შიმშილობა- თაფლი დააყვედრეს, ოთხი კოლოფი თაფლი. 

მე ძალიან მეშინია, ნიკა ყოფშიძე ჩემი ბავშვობის მეგობარია და ჰაერზე სიტყვას ხომ არ ისროდა. პირველად გავიგე, რომ მიშა ავად არის, რადგან არანაირად არ გავს ავადმყოფს. ეს არის სისხლის ავადმყოფობა, რომლის დროსაც შიმშილობა არ შეიძლება. ველურები ხომ არ ვართ, შეიძლება არ გავითვალსწინოთ ეს?“,-აცხადებს პოეტი

მისივე თქმით, საქართველო არის გამოსაყვანი საოცარი ჩიხიდან.

„ამას ჩვენ მივუსჯით შვილიშვილებს და ამაზე დარდობს მიშა. თუ მაინც ბნელ ძალებს გავამარჯვებინებთ, არა მგონია, საქართველოში არ იყოს ნათელი ხალხი, ვინც ამ საკითხს გადავწყვიტავთ. თუ არ გამოვფხიზლდებით, სამუდამოდ წამიხდება შთაბეჭდილება საზოგადოებაზე, რომელიც გამათხოვრებულია, დაღლილია და ყველაფერზე წამსვლელია. არც ზაფხული იყო, პურიც გაძვირდა. გუშინდელი ვასალები დღეს პორშეებით დადიან და ხალხი ამას უყურებს.

ბევრი რამე დაემთხვა, კორპუსის ჩამონგრევა, მაგრამ ხომ ხედავთ, სააკაშვილის ჯანმრთელობა მაინც მთავარია, რადგან მისი ჯანმრთელობა არის დღეს საქართველოს ჯანმრთელობა. გვიკვდება საქართველო და საქართველო გადასარჩენია. და ეს მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. მე იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება,-განაცხადა მან. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,904 ნახვა
%d bloggers like this: