პოლიტიკა

14 ოქტომბრის აქციას ფაქტიურად, არცერთი პარტია არ უერთდება, გარდა ყოფილი ნაციონალებისა

Nusagi

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 14 ოქტომბერს დაგეგმილი აქცია შედეგს ვერ მოუტანს ვერც „ენმ“-ს და ვერც მის ამომრჩეველს. ამის შესახებ მან „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

ექსპერტი ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სხვა მოლოდინი ჰქონდა, თუმცა სასურველი შედეგი ვერ მიიღეს და გეგმები შეცვალეს.

„ფაქტიურად არცერთი პოლიტიკური პარტია არ უერთდება ამ აქციას, გარდა ყოფილი ნაციონალებისა, რაც უკვე ნიშნავს, რომ ეს აქცია ვერ იქნება მხარდაჭერილი პოლიტიკური ელიტის დონეზეც კი.

როგორც ჩანს, მოლოდინები სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის და მოვლენების შემდგომი განვითარებისა არ გამართლდა. ენმ-ში ელოდნენ, როგორც კი ვიდეოები გავრცელდა, ეს იქნებოდა კატასტროფული შედეგი „ქართული ოცნებისთვის“. ეს შედეგი ვერ მიიღეს და ახლა ცდილობენ აქციებით მიღწევას. სამწუხარო ის არის, რომ ვერც ამ აქციებით მიიღებენ შედეგს“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,199,125 ნახვა
%d bloggers like this: