პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: მათ დროს ციხეში იცით, რამდენი ადამიანი შიმშილობდა?! რაიმე გაუთვალისწინებიათ?!

Nusagi

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლება იმის გამო არ მოხდება, რომ იგი შიმშილობს. მისივე თქმით, კანონის შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტი მსჯავრს ბოლომდე მოიხდის.

ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

“როდესაც საუბრობენ სამართლიანობის აღდგენაზე, იქნებ გავიხსენოთ ცხონებული ენუქიძე და ის დედები, ვისაც შავები ჩააცვეს ამათმა და მათ შორის სააკაშვილმა. ძალიან კომფორტულად ზის იქ.

იცით რამდენი ადამიანი შიმშილობდა მათ დროს?! რაიმე გაუთვალისწინებიათ?! – ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაბამისი ჯანდაცვის სისტემა ამუშავდება და რაც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული, ის იქნება. ბატკნის ხორცს და ქათმის მწვადს ვერ მიირთმევს ბატონი სააკაშვილი, მასაჟს ვერ იკეთებს იქ, მაგრამ მიირთმევს 5 კილო თაფლს. არ დაიჯეროთ, რომ ამის გამო ვინმე გაათავისუფლებს მას. აქ შეიკრიბებიან და ქალბატონი თაკო თურმე დააზანზარებს რუსთაველის გამზირს, – არც დაიჯეროთ ასეთი რამ – სააკაშვილი ბოლომდე მოიხდის იმ მსჯავრს, რაც აქვს სასამართლოთი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,555 ნახვა
%d bloggers like this: