Uncategorized

„ეს არ არის ძალიან დემოკრატიული სიტუაცია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია“ – რასა იუკნევიჩიანე

Nusagi

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი საპატიმროში ყოფნა არადემოკრატიული პროცესის მაჩვენებელია – ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, თუ არსებობს რაიმე ბრალდებები, ან კრიმინალური დარღვევები, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ჩაიდინა, მაშინ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა კონკრეტული პირების.

„ნათელია, რომ ეს არ არის ძალიან დემოკრატიული სიტუაცია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. ასეთი ტიპის ბრალდებებიც რაც სააკაშვილს აქვს წაყენებული, ხშირად არ გვესმის ხოლმე. ალბათ, ნებისმიერი პრეზიდენტის „დადანაშაულება“ შეიძლება იმაში, რომ სტუმრებისთვის ლანჩისა და სადილისთვის გარკვეული თანხა დახარჯა. როგორც ვხვდები, ბრალდებამ ესეც დაითვალა.

რა თქმა უნდა, სხვაგანაც ხდება, წინა მთავრობის წარმომადგენლებისთვის ბრალის წაყენება. მაგრამ მეორეს მხრივ, საქართველოში რევანშიზმის და ყოფილი მეტოქეებისადმი ასეთი ბრალდებების წაყენების ტრადიციაა და ეს ძალიან ცუდ მესიჯს აგზავნის ევროპაში. სააკაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნის რეფორმირებისთვის იმის მოსმენა, რომ ვარდების რევოლუცია ცუდი ყოფილა, ჩემთვის ნამდვილად შოკი იყო. გავოცდი, როდესაც მოვისმინე, რომ ქვეყნის დემოკრატიზაცია, არასწორი ნაბიჯი, ან რამე მსგავსი იყო“, – განაცხადა იუკნევიჩიანემ.

ევროპარლამენტარის თქმით, ის არ არის კმაყოფილი სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში რომ დაბრუნდა. მისი აზრით, მესამე პრეზიდენტს სხვანაირად მოქცევაც შეეძლო.

„კმაყოფილი არ ვიყავი სააკაშვილის გადაწყვეტილებით, მაგრამ ესაა ის მოცემულობა რაც გვაქვს. თუ არსებობს რაიმე ბრალდებები, ან კრიმინალური დარღვევები, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, მაშინ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა კონკრეტული პირების.

ასე რომ ეს პრობლემური საკითხია და კითხვას აჩენს ქართული სასამართლოსადმი – არის თუ არა ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე კი ფიქრიც კი წარმოუდგენელია ევროპული ოჯახის წევრობაზე“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,814 ნახვა
%d bloggers like this: