ხელოვნება და კულტურა

„ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ საქართველოდან გაიგზავნება ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“

Nusagi

„ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ საქართველოდან გაიგზავნება ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“.

„მეოთხე ბრაიტონი“ ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი, თანაპროდიუსერი კი, საქართველოს პირველი არხია. აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე. „მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.​ თანადამფინანსებელია საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

„მეოთხე ბრაიტონი“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებზეა. ქართველი მოჭიდავე კახი ნიუ-იორკში ჩადის, რომ თამაშზე დამოკიდებულ შვილს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. მთავარ როლს ოლიმპიური ჩემპიონი, მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ასრულებს, რომლისთვისაც ეს, “ხარება და გოგიას” შემდეგ, რიგით მეორე სამსახიობო გამოცდილებაა. მთავარ როლებში ასევე არიან ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი და მსახიობი, გიორგი ტაბიძე, და რუსი მსახიობი, ნადეჟდა მიხალკოვა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,666 ნახვა
%d bloggers like this: