საზოგადოება

„სააკაშვილის გარდაცვალების რისკი ღმერთმა დაგვიფაროს“ – წულუკიანი

Nusagi

„არავითარი ჯანმრთელობის გაუარესების რეალური რისკი მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს“, – ასე გამოეხმაურა ვიცე პრემიერი თეა წულუკიანი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხს.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იმ წლების განმავლობაში, რასაც მიხეილ სააკაშვილი ქართულ საპატიმროში გაატარებს, მისი ჯანმრთელობა ზედმიწევნით იქნება დაცული.

ამასთან, წულუკიანის თქმით, სახეზეა დანაშაული, სახეზეა დამნაშავე და მან ეს სასჯელი უნდა მოიხადოს.

„სასამართლო სხდომებიც იქნება. ნებისმიერ დეპუტატს აქვს შესვლის უფლება, სახალხო დამცველს აქვს შესვლის უფლება. თუკი სხვა ნებისმიერი მექანიზმი გამოიძებნება, რომ ამ ადამიანთან იყოს მეტი ვიზუალური კონტაქტი, რა თქმა უნდა, ის თითიდან გამოწოვილი ეჭვებიც განეიტრალდება და ჩვენ ყველა დავინახავთ, რომ არავითარი ჯანმრთელობის გაუარესების რეალური რისკი მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს. მით უმეტეს, არ არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს მისი გარდაცვალების რისკი.

რისკი არ არსებობს, იმიტომ, რომ სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე. მეორე მხარეს სახეზეა დანაშაული, სახეზეა დამნაშავე, რომელმაც უნდა მოიხადოს სასჯელი. ეს სასჯელი არის რამდენიმე წლიანი და, რა თქმა უნდა, ის წლები, რასაც ის გაატარებს ქართულ საპატიმროში, მისი ჯანმრთელობა იქნება ზედმიწევნით დაცული.

ერთ საიდუმლოსაც გეტყვით, რომ როდესაც პატიმარი შიმშილობს, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რაც მეტია შიმშილობის გარშემო აურზაური, მით უფრო ფერხდება პატიმრის მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომ განაახლოს კვება. ეს ყოველი პატიმრის შემთხვევაში ასეა. ამიტომ მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდისთვის სჭირდება ვიღაცას, რომ მუდმივად შიმშილობაზე ისაუბროს ტელევიზიით“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,814 ნახვა
%d bloggers like this: