პოლიტიკა

დავით კირკიტაძე: სანამ სააკაშვილი ციხეშია, არ იქნება ჩვენი გამარჯვება

Nusagi

„თუ რამე თავიდან ვერ, ან არ გავაკეთეთ თავის დროზე, დღევანდელი დღე იყოს პატიების დღე, ამავე დროს დიდი გამარჯვების დასაწყისი”- ეს არის ძლიერი საქართველო, ამისთვის ვიბრძვით სიყვარულით, ამისთვის ვართ აქ სიყვარულით,-განაცხადა რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილ აქციაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართა.

მისივე თქმთ, მიტინგზე მდგომ არცერთ ადამიანს არ აქვს იმის ილუზია, რომ ყველაფერი ერთ დღეში მოხდება.

„მე და ყველა აქ მდგომი მზად ვართ ყველაფრისთვის, რადგან ჩვენი ქვეყნის გადარჩენა დგას საპირწონეზე. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება დღეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების და სოფლების თავისუფლებას იმ სიდუხჭირისგან, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ ჩაგვაყენა. მოვუსმინოთ და დავუჯეროთ იმ ადამიანს, რომელმაც ეს ქვეყანა ერთხელ მძიმე ჩიხისგან გამოიყვანა. იმიტომ, რომ ჩვენ, და პირველ რიგში მას სურს უკეთესი საქართველო. დღეიდან 30-მდე, დიდი სიყვარულით, ყოველდღე უნდა ვჭედოთ გამარჯვება. სანამ სააკაშვილი ციხეშია, არ იქნება ჩვენი გამარჯვება, სანამ ოლიგარქი სათავეშია, არ იქნება გამარჯვება“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,709 ნახვა
%d bloggers like this: