რელიგია

მეუფე სტეფანე – პოლიტიკურ აფერისტებს ვერ შევაფასებ, პეტიციას არ მოვაწერ ხელს

Nusagi

სამართლიანობა თუ არ იქნა, მხოლოდ წყალობა არ არის უკვე ის, რაც არის სიკეთე, – ამის შესახებ მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სამართლიანი თუ არ იქნება უფალი, მაშინ ჯოჯოხეთი ფაქტობრივად გაუქმდება, აღარ არის ჯოჯოხეთი საჭირო და სამოთხე დაემსგავსება აყროლებულ ღორებს, ფარეხს, გამიგეთ, რა ხდება. სამართლიანობა თუ არ იქნა, მხოლოდ წყალობა არ არის უკვე ის, რაც არის სიკეთე“, – აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

მისი თქმით, პოლიტიკურ მოღვაწეებს და პოლიტიკურ აფერისტებს ვერ შეაფასებს.

„მე პოლიტიკურ მოღვაწეებს, პოლიტიკურ აფერისტებს და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ, არ ვიცი“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შედგენილ პეტიციას ხელს არ მოაწერს.

„ არ ვაპირებ და არ მოვაწერ“, – განაცხადა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,666 ნახვა
%d bloggers like this: