პოლიტიკა

სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა ერთი მიზნით, რომ მოეხდინა მძიმე პროვოკაცია – ჩვენ ეს განსაცდელი ავარიდეთ ქვეყანას

Nusagi

პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალიან მძიმე პროვოკაცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის დაკავებით დიდი განსაცდელი და პროვოკაცია აარიდა.

„პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის მკვლელობების განხორციელებაც თუ, რა თქმა უნდა, ისე მოხდებოდა როგორც მას ჰქონდა დაგეგმილი. მადლობა ღმერთს ჩვენ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ავარიდეთ ქვეყანას.

ახლა რაც შეეხებაა ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან ზოგადად მოწოდებებს, გვესმის, რომ ყველას სურვილია, ჩვენი სურვილიცაა, რომ ეს ადამიანები საკუთარ შეცდომებზე, დანაშაულებზე ერთ დღეს დაფიქრდნენ და გაიაზრონ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,709 ნახვა
%d bloggers like this: