ex-sticky ხელოვნება და კულტურა

აჩიკო ნიჟარაძე: ტრიბუნიდან რომ მიმართავ და ამბობ, ხინკლებს ჩვენ შევჭამთ და კუჭებს თქვენ გაჭმევთო, საზოგადოება კარგად ხვდება რასაც გულისხმობ

Nusagi

ტრიბუნიდან როცა მიმართავ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს და ამბობ რომ ხინკლებს ჩვენ შევჭამთ და კუჭებს თქვენ გაჭმევთო, საზოგადოება კარგად ხვდება, რასაც გულისხმობ,-ასე ეხმაურება მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე „ნაცმოძრაობის“ აქციაზე გიგი უგულავას სიტყვით გამოსვლას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ სააკაშვილს არ დასცალდა მისი წილი ხინკლის ჭამა, თუმცა მალე შეჭამს და კუჭებს სხვებს დაუტოვებს.

მომღერალი უგულავას მიერ ეპიდემიის წესების დარღვევასაც ეხმაურება.

„პარალელურად ინფიცირებული ხარ და გაქვს კორონა, სწორედ ამიტომ აღარასოდეს აღარ აგირჩევს ქართველი ხალხი !!! იზოლაციის დარღვევისთვის მინიმუმ ჯარიმა გეკუთვნის!!! რაც შეეხება ხინკლის კუჭებზე მოწოდებისთვის 30 ოქტომბერს ხინკლის კუჭების ამარა დარჩენილი ხალხი გაგცემთ პასუხს! აქვე მივაწერ ტროლ ბოტების საყურადღებოდ, ნებისმიერი შეურაცხმყოფელი კომენტარის საპასუხოდ გიგზავნით იგივე პასუხს უკლებლივ ყველას !“,-წერს აჩიკო ნიჟარაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,335 ნახვა
%d bloggers like this: