ex-sticky პოლიტიკა

გიგი უგულავა: აიცერით ხალხნო, ნუ იქნებით მთავრობის იმედად

Nusagi

მე სრულად ვარ ჯანმრთელი, ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა, – ამის სოციალურ ქსელში გიგი უგულავა წერს და „პისიარ“ ტესტის პასუხს აქვეყნებს.

„მეგობრებო, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა. ცხადია მე არასდროს არც ჩემს და მითუმეტეს არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ. ამას მათთვის ვამბობ ვინც მართლა შეწუხდა და განიცადა.

წყალწაღებულ ხელისუფლებასთან, რომლებსაც მხოლოდ „გამოჭერა” აინტერესებთ, ხალხის ჯანმრთელობა კი ფეხზე ჰკიდიათ, არაფერი მაქვს სათქმელი.

და ბოლოს, აიცერით ხალხნო. ნუ იქნებით მთავრობის იმედად. აიცერით, რომ კარგად იყოთ თქვენც და თქვენი ახლობლებიც. გისურვებთ ჯანმრთელობას“,- აღნიშნავს უგულავა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,392 ნახვა
%d bloggers like this: