ex-sticky პოლიტიკა

ევროპარლამენტარი: სააკაშვილმა შეგნებულად გადაწყვიტა არალეგალურად შესვლა, ამიტომ ნორმალურია, რომ შედეგების წინაშე დადგა

Nusagi

ბატონი სააკაშვილი ღამით საწოლიდან არ აუყვანიათ, ლეგალური პროცედურების გარეშე, – სიტუაცია სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა. მან შეგნებულად გადაწყვიტა ქვეყანაში არალეგალურად შესვლა და ხელისუფლების გამოწვევა, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა.

მისივე თქმით, თუ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც დაძაბულობასა და პოლარიზებას ქმნიან, ქართველმა ხალხმა ამ იდეებს უარი უნდა უთხრას.

„ამიტომ რთულია ახლა ამაზე საუბარი, მით უმეტეს, რომ აქაც, ევროპარლამენტიდანაც ისმოდა მკაფიო გზავნილები, რომ ის არ ჩასულიყო ქვეყანაში არჩევნებამდე, რათა არ მომხდარიყო პროვოკაცია. მაგრამ ბატონმა სააკაშვილმა სხვაგვარად გადაწყვიტა და შექმნა გარკვეული პოლიტიკური ფაქტი, ამიტომ ახლა ნორმალურია, რომ ის შედეგების წინაშე დადგა. ამიტომ, თუ ვთანხმდებით, რომ არჩევნები იყო ტესტი, იგი ჩატარდა და მოდით, დავუბრუნდეთ ნორმალურ ვითარებას.

რეალურად, ქართველ ხალხს ახლა სურს, პოლიტიკოსებმა პარლამენტსა თუ მთავრობაში მათ პრობლემებზე ისაუბრონ და არა ისევ და ისევ პოლიტპატიმრებსა და პოლიტიკოსების გათავისუფლებებზე“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,335 ნახვა
%d bloggers like this: