Uncategorized

„ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებს: 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია

Nusagi

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრებს მიაჩნიათ, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივა 3+3 კავკასიის 3 ქვეყნის – საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთის, თურქეთის, ირანის ერთობლივი რეგიონული თანამშრომლობის შესახებ, არის უმნიშვნელოვანესი.

„რეგიონულ პროექტებში მონაწილეობა უზრუნველყოფს სახელმწიფოს მყისიერ სოციალურ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას, რაც მისი სიძლიერისა და პოლიტიკური ურყეობის გარანტიაა.“ – აღნიშნულია პოლიტიკური პარტიის განცხადებაში.


„ჩვენ არ შეგვიძლია შევიცვალოთ რეგიონი, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ვერც მეზობლებს ავირჩევთ. ჩვენ ვცხოვრობდით და ვიცხოვრებთ მეზობლების გვერდით. ამ მოცემულობის შეცვლა მხოლოდ ვირტუალურად, ციფრულად არის შესაძლებელი. გონება, იმისათვის გვაქვს, რომ ქვეყნის
სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, გავატაროთ პრაგმატული, რეალისტური და კეთილმეზობლური პოლიტიკა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის დაცულობას, უსაფრთხოებას, მოქალაქეების კეთილდღეობას და იმის წინაპირობა იქნება, რომ ჩვენი მეზობლებიც თავს კომფორტულად იგრძნობენ და ორიენტირებულები იქნებიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე.

შეთავაზება, რომელიც მივიღეთ, ნატოს წევრი – ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან, ბევრის მთქმელია. იგი, თავისი მასშტაბით, რეგიონულ ინტერესებს სცილდება და შეიძლება კარგ გამოცდილებად და საგზაო რუკად იქცეს სხვა რეგიონული პრობლემების გადასაჭრელადაც. მსგავსი წინადადება, ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში უპრეცედენტოა და იგი ყველა მონაწილემ შეიძლება თავის სასიკეთოდ გამოიყენოს. ეს არის ინიციატივა, რომელიც მრავალწილად განაპირობებულია, საქართველოს ხელისუფლების
ბოლოდროინდელი გონივრული, თამამი სამეზობლო პოლიტიკით და ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით. ეს არის უნიკალური შემთხვევა, რომ ამ ფორმატში ჩვენი ინტერესები
კოლექტიურად დავიცვათ და სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანები განვახორციელოთ, საჭიროების შემთხვევაში ვისაუბროთ ერთი – ერთზე, რომლის აუცილებლობაც ნამდვილად არის, მაგრამ სხვადასხვა ძალები ამას ყოველმხრივ ეწინაღმდეგებიან.

დღეს კი, ამ წინადადებით, ახალი შესაძლებლობები იკვეთება. მაგრამ, უკვე გამოჩდნენ ამ შესაძლებლობის მოწინააღმდეგეები როგორც შინ, ასევე, გარეთ. ისინი ორკესტრირებულად
მოქმედებენ, ყოვლად უსაფუძვლო არგუმენტები მოჰყავთ და არად დაგიდევენ
ქვეყნის ინტერესებს.

მიგვაჩნია, დადგა დრო, რომ მთავრობამ ქვეყნის გადარჩენისთვის პრაგმატულად იმოქმედოს. თუ ამ შანსს ხელიდან გაუშვებთ, მსგავსი მომენტი შეიძლება მეტი აღარ დადგეს და ქვეყანა ყველაფრისგან მიღმა აღმოჩნდეს. ეს კი, სახელმწიფოსთვის საბოლოო დაღუპვა იქნება.

რაც შეეხება, სხვადასხვა განცხადებებს და მთავრობაზე ზოგიერთი ძალების ზეწოლას, მათ ენაზე, რომ ვთქვათ, – „ბულინგს“, ეს ძალები სხვადასხვა პარტიებში გაბნეულ ერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, 2003 წლიდან დემოკრატიის დროშის საფარქვეშ ყიდიან და ანგრევენ ქვეყანას, რომლის მწვერვალიც 2008 წელს გაჩაღებული ომი იყო. 2012 წლიდან ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნებობენ და ამ უტოპიური იდეის განსახორციელებლად, მზად არიან გაიმეორონ 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების სცენარი, ყველაფერზე მიდიან, დაწყებული დივერსიიდან, დამთავრებული კაცის კვლით. აღნიშნული კარგად ჩანს მიმდინარე წლის მოვლენებითაც. ამ პოლიტიკური ჯგუფების ქმედებები დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციურია და არ ჯდება, პოლიტიკური პარტიების მოქმედების არანაირ ჩარჩოში. შესაბამისად, მთავრობამ, უნდა გამოიჩინოს პრინციპულობა, რომელიც საჭიროა კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად, უნდა გაატაროს ყველა ზომა, რომ არ განმეორდეს 2003 წლის
სახელმწიფო გადატრიალების სცენარი. მათ არ უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომ მთავრობაზე განახორციელონ მიზანმიმართული ზეწოლა, რათა მან ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად არ მიიღოს სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილებები. ამ ჩიხში კი, ქვეყანა სწორედ მათი ძალოსხმევის შედეგად
აღმოჩნდა.

გვჯერა, რომ მთავრობა წინ აღუდგება ამ დესტრუქციული ძალების მოქმედებას, რომლებსაც ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვა სურთ. დროა, მან იმოქმედოს საქართველოს ინტერსების შესაბამისად, მათ შორის, განიხილოს რეგიონულ პროექტში მონაწილეობის საკითხი. აღნიშნული უთუოდ წაადგება
ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სოციალურ განვითარებას და ხელს
შეუწყობს რეგიონში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობა სიღრმისეულად მიუდგება ამ მნიშვნელოვან ინიციატივას და მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,-ნათქვამია „ევროპელი სოციალისტების“ განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,329 ნახვა
%d bloggers like this: