ex-sticky ეს საინტერესოა

მეტეორიტმა სახურავი გახვრიტა და მძინარე ქალის საწოლში ჩავარდა

Nusagi

კანადის პროვინცია ბრიტანეთის  კოლუმბიაში ქალმა უეცრად გაიღვიძა და საწოლში, ბალიშთან ახლად ჩამოვარდნილი მეტეორიტი აღმოაჩინა. ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

რუტ ჰამილტონი 3 ოქტომბერს, ღამით ძაღლის ყეფამ და აფეთქების ხმამ გააღვიძა. მისი თქმით, შიშმა შეიპყრო, როდესაც ჭერში ხვრელი დაინახა და იგრძნო, რომ სახე მთლიანად მტვერში ჰქონდა. 

„წამოვხტი ლოგინიდან და სინათლე ავანთე. არ ვიცოდი სხვა რა უნდა გამეკეთებინა და დავრეკე 911-ში. ოპერატორმა უამრავი კითხვა დამისვა, საუბრისას ბალიში გადავწიე და მეტეორიტი მაშინ შევამჩნიე. ცხოვრებაში ასე არაფრის შემშინებია“,-ამბობს ქალი.

თავდაპირველად პოლიციას ეგონა, რომ ქვა მეზობლად მიმდინარე მშენებლობიდან იყო ნასროლი, თუმცა სიმართლე მალევე გაირკვა

„ეს ნამდვილად მეტეორიტია“,-აცხადებს პროფესორი პიტერ ბრაუნი, რომელმაც სხვა მეცნიერებთან ერთად ქვის შემადგენლობა გამოიკვლია. 

The New York Times-ის ინფორმაციით, 1,3 კილოგრამიანი მეტეორი, რომელიც ქალს საწოლში ჩაუვარდა, ერთ-ერთია იმ ორი მეტეორიდან, რომელიც იმ ღამეს კანადის პროვინციაში ჩამოვარდა.

სამართალდამცველების თქმით, ქალი შემთხვევით არის გადარჩენილი, რადგან მეტეორი რამდენიმე სანტიმეტრში აცდა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,366 ნახვა
%d bloggers like this: