პოლიტიკა

როცა „ქართული ოცნება“ კრებს თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერებს, მაშინ 100 000-ია და როცა ოპოზიცია შეკრებს, ამბობენ, რომ 10-12 000-ია

Nusagi

გუშინდელი აქცია იქნება საფუძველი სხვა კონკრეტული აქციებისა, რომელიც გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ გეგმას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპროტესტო აქცია ყველა დიდ ქალაქში გაიმართება. ის ასევე გამოეხმაურა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს იმის თაობაზე, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა გუშინდელ აქციაზე და აღნიშნა, რომ როცა „ქართული ოცნება“ კრებს თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერებს, მაშინ 100 000- მდე აღწევს ხოლმე მათი რაოდენობა და როცა ოპოზიცია შეკრებს ხოლმე, ამბობენ, რომ 10-12 000- ია. ბეჟაშვილის თქმით, ეს ლოგიკა, რამდენად მართებულია, საზოგადოებამ განსაჯოს, თუმცა, მათი ინფორმაციით, აქციაზე 50 000- ზე მეტი ადამიანი იყო.

„გუშინდელმა აქციამ ყველას კარგად დაანახა ის განწყობები, რომელიც არის საზოგადოებაში – მოსახლეობის უმრავლესობა ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, მის მიმართ ივანიშვილის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, უსამართლო, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ეს იქნება საპროტესტო აქციები, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა იქნება თუ სხვა. ზეწოლა გაძლიერდება ხელისუფლებაზე, რომ  უმოკლეს ვადაში დატოვოს საპატიმრო სააკაშვილმა და რეალურად დაიწყოს ქვეყანაში სამოქალაქო შერიგების და ქვეყნის განვითარების პროცესი,“ – განაცხადა ბეჟაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,084 ნახვა
%d bloggers like this: