ex-sticky სამართალი

შსს „ნაციონალების“ მიერ საკრებულოს შენობაში აპარატურის პოვნაზე განცხადებას ავრცელებს

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ, თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ტექნიკური საშუალება მოძრავი რეპიტერია, რომელიც წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, აძლიერებს როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს. ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის როგორც რადიოსადგურის ასევე მობილური კავშირის მეშვეობით.

ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლილე ლიპარტელიანმა გუშინ, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკრებულოს მესამე სართულზე ინტერნეტის ჩამხშობი და მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა. მისი ინფორმაციით, საკრებულოს მესამე სართულიდან უცხო პირმა ჩემოდნები ჩამოიტანა, რითიც ხმაური გამოიწვია და მისი ყურადღება მიიპყრო. ლიპარტელიანის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,366 ნახვა
%d bloggers like this: