ex-sticky სამართალი

შს მინისტრის მოადგილე – თუ გიგი უგულავამ დაარღვია კარანტინის წესები, დაჯარიმდება

Nusagi

გიგი უგულავას, რომელიც გუშინ აქციაზე იმყოფებოდა, დაახლოებით ერთი კვირის წინ კოვიდი დაუდასტურდა. მიუხედავად ამისა, პოლიტიკოსი ხალხმრავალ აქციას დაესწრო და ემოციური სიტყვითაც გამოვიდა. მის შემდეგ იმავე მიკროფონები სხვა გამომსვლელებმაც იხმარეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შესაძლოა, გიგი უგულავა დაჯარიმდეს.

” თუ მან დაარღვია კარანტინის წესები, თავისუფლად დაჯარიმდება ამისთვის,”- განაცხადა დარახველიძემ.

სოციალურ ქსელში ატეხილი ხმაურის შემდეგ გიგი უგულავამ განაცხადა, რომ აქციაზე გასვლამდე ტესტი ჩაიტარა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, ხოლო აქციაზე მისვლა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,097 ნახვა
%d bloggers like this: