პოლიტიკა

წითელი ლოყები არ აქვს, მაგრამ მოსალოდნელზე კარგად არის

Nusagi

მიხეილ სააკაშვილი თანახმაა ექიმებისგან შემდგარმა კონსილიუმმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკონტროლოს, გაიკეთოს ტესტები და მიიღოს წამლები. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ყიფშიძემ აღნიშნა, მსჯავრდებული თავს მხნედ, მოსალოდნელზე უკეთ გრძნობს.

„ბოლო შეხვედრაზე რომ ვნახე, იმასთან შედარებით, უფრო უარესს ველოდი, როგორც ჩანს, ძლიერი ორგანიზმი აქვს. გადააჭარბა მოლოდინს. ველაპარაკე პრეზიდენტს და თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე. თანახმაა წამლებზე“, – განაცხადა ყიფშიძემ.

„წყალს და ჩაის სვამს. რასაც ველოდებოდი ცუდს, ისეთი მდგომარეობა არ არის. განწყობა ძალიან მხნე აქვს. საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ არის, მაგრამ საუბედუროდ, ეს მომენტი დადგება. შიმშილობაზე ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად რეაგირებს, ინდივიდუალურია. ეს არის პოლიტიკური შიმშილი, პოლიტიკური აქტი. ხვალ ვაპირებ კიდევ მოვიდე და ვნახო. ადამიანი ორი კვირაა შიმშილობს და წითელი ლოყები რომ არ ექნება, ხომ გესმით? კიდურებთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს. გადაადგილებით სად უნდა გადაადგილდეს? პატარა ადგილი აქვს“, – განაცხადა ყიფშიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,084 ნახვა
%d bloggers like this: