ex-sticky პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია tv პირველს: აჰა, კიდევ ერთ კომპროს მოგცემთ, მიშას წერილია 1999 წელს დაწერილი

Nusagi

პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და ტვ-პირველს მიმართავს.

ხათუნა ხოფერია აცხადებს, რომ ტვ-პირველის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ფოტო, რომელზეც ის მიშა სააკაშვილთან ერთად არის გადაღებული, ტელეკომპანიას ალბათ, კომპრომატად მიაჩნია და ახალ „კომპრომატს“ სთავაზობს – სააკაშვილის მიერ 1999 წელს, მისდამი მიწერილ საქებარ წერილს.

„ასე ოლღა ბებიასავით დაბნეული სახე მაქვს, აგერ უკვე 1 თვეზე მეტია… ჰო და, მას შემდეგ, რაც საწნახელში გადაღებული ფოტო დავდე, TV Pirveli • ტელეკომპანია პირველის ფბ გვერდის ვინცხა უფროსის ყურადღების ცენტრს ვერ ავცდ,..ყოლიფერს აშეარებს ჩემსას! დიახ, ყოლიფერს!!! სად მნახა და რა უნდა მაგ შეჩვენებულს?! მე არც საჯარო სამსახურში ვარ, არც პარტიაში.. სახლში ვარ, ოქროებო, სახლში!!! არ მოკვდა ჩემი P.R.-ით? არადა, ეს ოხერი, შავი და თეთრი P.R-იც ხომ P.R.-ია არა?!…

ჰო და, იმას მოგახსენებდით, რომ ახლა, ჩემი და მიშას ფოტოც დაურთო!!!… ანუ კომპრომატი!!! რა იყო, მიშასთან მეგობრობა “გრეხია”?… ასე მიგაჩნიათ თქვენ?! ეტყობა, მიშას მიტინგზე მისვლაც “გრეხია” და იმიტომაა “სიხალვათე”… )))))… მერე რომ არ აუფრიალოთ მხარდამჭერებს ამ 1998 წელს გადაღებული, სოცქსელში ჩემ მიერ გავრცელებულ კომპრომატივით. უფ, თქვენ გენაცვალეთ პროფესიონალიზმში! ამიტომ, აჰა! კიდევ ერთ კომპროს მოგცემთ! ეს მიშას წერილია 1999 წელს დაწერილი. გულმოდგინედ წაიკითხეთ და მონდომებით გაავრცელეთ, რომ ხალხმა ნახოს, თუ რამდენად კარგად ვიცნობ და როგორი მართალია ჩემი მხრიდან გაკეთებული სააკაშვილის პერსონის შეფასებები!აბა, ჰე!!! და აბა, ჰო!!!… “მე მაგიჟებენ შენი თვალები…” – განაგრძო ილარიონმა.- დაეფსოს მაგას თვალები. – თქვა ილიკომ. …….. მორჩა კინო….ოლღა ბებიასავით გაკვირვებული, თქვენი ხათუნა ხოფერია!“,-წერს ყოფილი პარლამენტარი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,335 ნახვა
%d bloggers like this: