ex-sticky პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

Nusagi

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ევროპული ტურნეს მიმდინარე კვირის ბოლოს იწყებს და შედგება ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში.

თავდაცვის მინისტრი ასევე ჩავა ბრიუსელში და პირველად მიიღებს მონაწილეობას ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში.

თავდაცვის მდივნის ევროპული ტურნეს მთავარ მიზნად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა სახელდება.

„თავდაცვის დეპარტამენტი ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს მტკიცედ უჭერს მხარს შავი ზღვის მნიშვნელოვან რეგიონში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ფონზე. თავდაცვის მდივანი მოუთმენლად ელის კოლეგებთან და სხვა მაღალი რანგის მოხელეებთან შეხვედრას, რათა განამტკიცოს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება უსაფრთხო, სტაბილური და წარმატებული ევროპის მიმართ“ – ვკითხულობთ საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ტექსტის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს:

„რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნოს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით“.

აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.ასევე ნათქვამია, რომ „ლიდერები განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში“.

აშშ-ის საელჩოს განცხადებაში არ არის მითითებული ლოიდ ოსტინის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დრო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,267 ნახვა
%d bloggers like this: