ex-sticky სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ციციპასთან გამარჯვება შვილს მიუძღვნა

Nusagi

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1000-ქულიანი ტურნირის, ინდიან ველსის 1/4-ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი სამ სეტში, 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ეს გამარჯვება შვილს, ლუკასს მიუძღვნა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კამერასთან მისულმა ნიკოლოზმა საკუთარი ხელმოწერის მაგივრად, ქართული ასოებით შვილის სახელი დაწერა.

მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ უკვე წელიწად-ნახევარია შვილთან ურთიერთობა არ აქვს.

“წელიწად-ნახევარია ჩემს შვილთან ურთიერთობა არ მაქვს. ყოველდღიურად ვცდილობ, რომ რაღაცნაირად ის სულ ყოველთვის ჩემს აზროვნებაში იყოს. ასეთ მნიშვნელოვან დროს, როცა კორტზე ვთამაშობ, ჩემს შვილზე ფიქრი მამშვიდებს. ამ მომენტს გამოვყავარ მდგომარეობიდან. სპორტის გარეთ, არის ოჯახი, პირადი ცხოვრება და ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომაც კორტზე უფრო ნაკლებად ვარ დაძაბული. ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, შვილს მივუძღვენი”, – უთხრა ბასილაშვილმა Setanta Sports Georgia-ს ჟურნალისტს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,192 ნახვა
%d bloggers like this: