უცხოური მედია

„აშშ სააკაშვილის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება“ – კელი დეგნანი

Nusagi

„ბევრი ქართველი ვიცი, რომელიც სააკაშვილის სიტუაციაზეა ორიენტირებული. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ აშშ, ვაშინგტონში და ჩვენც საელჩოში მისი ჯანმრთელობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით“, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დიპლომატის უფლებამოსილებაში არ შედის მთავრობისთვის იმის კარნახი, თუ როგორ უნდა მოიქცეს. ახლა მთავარია არჩევნები ნორმალურ გარემოში ჩატარდეს და ამომრჩეველს კანდიდატების მოსმენის საშუალება მიეცეთ.

„ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია პარტიების ამომრჩეველთან ურთიერთობაზეც ვიყოთ ფოკუსირებული, პროგრამების, იდეების და პლატფორმების გაცნობაზე მოხდეს ყურადღების გადატანა. აუცილებელია მომდევნო რამდენიმე კვირა იყოს მშვიდი, რათა არჩევნები ნორმალურ გარემოში ჩატარდეს

ამასთანავე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ როდისმე გავბედავ იმის თქმას, თუ რას ნიშნავს ნორმალური პოლიტიკა საქართველოში. ჩემი მხრიდან მართებული არ იქნება იმის თქმა, თუ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, თუმცა ვიტყვი, რომ ამომრჩევლებს კანდიდატების მოსმენის საშუალება უნდა მიეცეთ, რათა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,418 ნახვა
%d bloggers like this: