სპორტი

ბასილაშვილი: “ჩემი ქვეყნიდან ხელშეწყობა არასოდეს მქონია”

Nusagi

17 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიანა ველსის მასტერსის ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიტცი ორ სეტში (5:7, 3:6) დაამარცხა და პირველად გავიდა ამ დონის ტურნირის ფინალში.

გამარჯვების შემდეგ, ნიკამ პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას ჰკითხა იმის შესახებ, თუ როგორი რთული გზის გავლა მოუწია იქამდე, სანამ აქ მოვიდოდა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჩოგბურთი ისეთივე პოპულარული არ არის, როგორც დიდ ბრიტანეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

“ძალიან რთული გზა გამოვიარე. დიდი გამოცდილება უნდა დამეგროვებინა აქამდე მოსასვლელად. ახალგაზრდულ ასაკში, ვიცოდი, რომ ნამდვილად კარგ ჩოგბურთს ვერ ვითამაშებდი, რადგან გამოცდილების დაგროვება მჭირდებოდა. არასოდეს მქონია იმის შესაძლებლობა, რომ ვაილდქარდი მიმეღო. არანაირი ხელშეწყობა არ მქონია ჩემი ქვეყნიდან, რადგან იქ ჩოგბურთი პოპულარული სახეობა არ არის. ფინანსური კუთხით, სპონსორი არასოდეს მყოლია. ვიცოდი, რომ აქ მოსახვედრად ეს გზა უნდა გამევლო. შეხვედრიდან შეხვედრამდე გამოცდილებას ვიღებდი. მიხარული ვარ იმით, თუ სად ვარ ახლა. ვიცოდი, რომ კარიერის ბოლო წლებში კარგ ჩოგბურთს ვითამაშებდი”, – განაცხადა ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფინალში ნიკას მეტოქე დიდი ბრიტანელი, მსოფლიოს 26-ე ჩოგანი კამერონ ნორი იქნება. ეს დაპირისპირება 17 ოქტომბერს, თბილისის დროით, 22:00 საათზე ჩანიშნული.

fanebi

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,165 ნახვა
%d bloggers like this: