სამართალი

„ნაცმოძრაობის“ წევრი ტურისტის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს

Nusagi

მარტვილში, სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროების ფაქტი მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრს, ზაზა ბურჭულაიას ტურისტი ქალი სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს.

შემთხვევა, სავარაუდოდ, 14 ოქტომბერს, იმ დროს მოხდა, როცა ტურისტი მეუღლესთან ერთად, ზაზა ბურჭულაიას კუთვნილ საოჯახო სასტუმროში იმყოფებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დაკავებულია.

ტურისტი ქალის დაკითხვა გვიან ღამემდე გრძელდებოდა. ის ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაშია და საჯაროდ საუბარი არ სურს. მედიასთან მისმა მეუღლემ ისაუბრა.

ტურისტის თქმით, ბურჭულაიამ ისარგებლა მათი მდგომარეობით, ჯერ დაათრო და შემდეგ ქალზე ძალადობდა. მისივე თქმით, ქალმა შეძლო მისგან თავის დაღწევა, გაიქცა და შველა მეზობლებს თხოვა.

„ჩემი ცოლის გაუპატიურების მცდელობა იყო. ჩვენ აქ დასასვენებლად ჩამოვედით, 5 დღე არაჩვეულებრივად გავატარეთ, შემდეგ, ამ კაცს მარტვილის კანიონზე შევხვდით. მან თავიდან კარგად მიგვიღო, ერთად დავლიეთ, სახლში წაგვიყვანა და ამის გაკეთება სურდა. ჩვენ გამოვიქეცით და პოლიცია გამოვიძახეთ“, – ამბობს ქალის მეუღლე.

ბურჭულაიას უფლებადამცველი აცხადებს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და მომხდარს გაუგებრობას უწოდებს.

ზაზა ბურჭულაია, ტურისტულის გარდა, აქტიურადაა ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაშიც. ის არის მარტვილის საარჩევნო ოლქში, სოფელ ბალდაში, მე-10 უბნის კომისიის წევრი „ნაციონალური მოზრაობიდან“ და აქტიურად იყო ჩართული მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში.

ამ დროისთვის, ის სენაკში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,649 ნახვა
%d bloggers like this: