ex-sticky პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია

Nusagi

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ჩამოვიდა. ლოიდ ოსტინი თბილისის აეროპორტში დილის 06:00 საათზე ჩამოფრინდა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ განწყობილია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდება.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა გრძელდება.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ, თუ კიდევ რა შეიძლება გააკეთონ ჩვენმა მხარეებმა ერთობლივად, რომ გაძლიერდეს საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. მოხარული ვართ, რომ ოსტინი საქართველოში იმყოფება და მოუთმენლად ველით დატვირთულ და ნაყოფიერ შეხვედრებს“, – განაცხადა დეგნანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,097 ნახვა
%d bloggers like this: