ex-sticky ისტორია

ლესბი-აღლუმები და თავისუფალი ურთიერთობების პროპაგანდა სსრკ-ში – როგორ ებრძოდნენ ბურჟუაზიულ შეხედულებებს 1920-იანებში

Nusagi

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნამ ქვეყანაში მხოლოდ კარდინალური პოლიტიკური ცვლილებები არ მოიტანა. ბოლშევიკები, რომლებიც მარქსისა და ენგელსის კომუნისტური თეორიებით ხელმძღვანელობდნენ, ხალხს მოუწოდებდნენ სრულიად ახალი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ, რომელიც თავისუფალი იქნებოდა ბურჟუაზიული გადმონაშთებისგან.

1917 წლის დეკემბერში ლენინმა გამოსცა დეკრეტი მიწის შესახებ, რასაც მალევე მოაყოლა დღეისთვის ნაკლებად ცნობილი- დეკრეტები ქორწინებისა და ჰომოსექსუალიზმისთვის სასჯელის გაუქმების შესახებ. ამგვარად, საბჭოთა ადამიანი თავისუფლდებოდა მორალური შეზღუდვებისგან და იწყებოდა კულტურული ღირებულებების ნოვატორული იდეების პროპაგანდა. 

 1918 წლის 19 დეკემბერს, დეკრეტების გამოცემის 1 წლის აღსანიშნავად, პეტერბურგში ლესბოსელების აღლუმი გაიმართა. მოსკოვში კი, სრულიად შიშველმა დემონსტრანტებმა წითელ მოედანზე მოაწყეს მსვლელობა. ისინი გამვლელებს აგიტაციას უწევდნენ და მოუწოდებნენ, შეერთებოდნენ აქციას. ტანსაცმლის ნაცვლად მხრებზე წითელი ლენტი ჰქონდათ შემოხვეული ლოზუნგებით „ძირს სირცხვილი“. მოგვიანებით, ლევ ტროცკიმ კრემლის წინ გამართულ აქციაზე და მოსახლეობის მხრიდან დადებით გამოხმაურებაზე ლენინს უამბო, რამაც აღაფრთოვანა ვლადიმერ ილიას ძე. სწორედ ამ დღეს მიმართა ლენინმა მოზეიმე ხალხს ცნობილი სიტყვებით _ “так держатъ, товарищи!” და როდესაც შეიტყო, რომ 19 დეკემბერი იქნებოდა ლესბოსელთა და მეძავთა ყოველწლიური აღლუმის ჩატარების დღე, განაცხადა: “სწორია! უნდა ვიბრძოლოთ ტრადიციული ბურჟუაზიული ოჯახების წინააღმდეგ”.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ემიგრაციაში ყოფნის ბოლო პერიოდში ტროცკი დანანებით იტყვის _ “რომ არა ველური კავკასიელი,(სტალინი. რედ) ამყრალებული ოჯახის საქმე დასრულებული გვექნებოდა”.

შიშველი პროლეტარების კოლონას წინ მიუძღოდა კარლ რადეკი- ტროცკის უახლოესი მეგობარი და ლენინის რჩეული. ის, რაც ქუჩებში ხდებოდა, მის შინაგან მსოფლმხედველობას და იდეოლოგიას სავსებით ესადაგებოდა. ნაცნობები იხსენებდნენ, რომ რადეკი თავგადაკლული ეროტომანი იყო და არ რცხვენოდა სრულიად შიშველს ევლო სახლში, მისი დის მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ. 

კარლ რადეკი

მსგავსი შემთხვევები ფიქსირდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და არა მხოლოდ დედაქალაქში. „განმანათლებელი“ მსვლელობები წითელი ლენტებით სევასტოპოლსა და კრასნოდარშიც იმართებოდა, ასევე სხვა ბევრ ქალაქში. 

„შიშველ დემონსტრაციას“ იდეოლოგიური საფუძველი ჰქონდა: ტანსაცმლის ტარების უფლება უნდა დაეტოვებინათ ბურჟუაზიისთვის, რომელიც მშრომელი ხალხის ექსპლუატაციით მდიდრდებოდა. პროლეტარიატი კი, შეხედულებების მრავალფეროვნებისა და გახსნილობის გამო არ საჭიროებს თავისი სხეულის დაფარვას. როდესაც ასეთი მოტივაცია საკმარისი არ აღმოჩნდა, სხვა მოზეზები მოჰყავდათ, რაც ეფუძნებოდა დარვინიზმის მათეულ ინტერპრეტაციას და აცხადებდნენ, რომ თუ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა, სხვა ცხოველების მსგავსად, არ საჭიროებს სხეულის დაფარვას.

„ჩვენ- ჰაერისა და მზის შვილები ვართ! არ გვესაჭიროება ტანსაცმელი, რომელიც ფარავს ჩვენი სხეულის სილამაზეს!“-აცხადებდნენ ქალები და მამაკაცები, რომლებიც სექსუალური თავისუფლების მოძრაობაში გაერთიანდნენ.

1924 წელს დემონსტრაციებმა კოლოსალური მასშტაბები შეიძინა. მათში 10 ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ხალხს აქტიურად მოუწოდებდნენ გათავისუფლებულიყვნენ უხერხულობის დამამცირებელი განცდისგან და გაეთავისუფლებინათ საკუთარი სხეული და სული. 

თანამედროვეთა მოყოლით, ეს ყველაფერი ხალხში ძირითადად, ნეგატიურ რეაქციას იწვევდა. როდესაც შიშველ აქტივისტებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ან ქუჩაში ხვდებოდნენ, ადამიანები ღიად გამოხატავდნენ აღშფოთებას, აკრიტიკებდნენ და მილიციისგან სათანადო რეაგირებას მოითხოვდნენ. ეთიკური გადატრიალება განსაკუთრებით მტკივნეული იყო ხანში შესული ადამიანებისთვის. მათ სძულდათ შიშველი აქტივისტები და თან, ეშინოდათ, რომ მათგანაც იგივეს მოითხოვდნენ. ჟურნალებში მრავლად იბეჭდებოდა შარჟები და დამცინავი სტატიები ქუჩაში შიშვლად მოსიარულე ადამიანებზე.

ჭიქა წყლის თეორია

რუსეთის კომუნისტური პარტიის ახალგაზრდულმა კავშირმა, რომელიც 1918 წელს შეიქმნა, მხარი დაუჭირა თავისუფალი ქცევის იდეას და თავის დებულებაში შეიტანა პარაგრაფი სქესობრივ ურთიერთობებზე. კერძოდ, თუ კომკავშირელი ბიჭი რეგულარულად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში და დროულად იხდიდა საწევრო გადასახადს, ყოველი კომკავშირელი ქალი ვალდებული იყო დანებებოდა მას პირველივე მოთხოვნისას. ინტიმურ კავშირებზე აღნიშნულმა პუნქტმა კანონიერად იარსება 10 წელიწადზე მეტ ხანს, თუმცა 1929 წლის ჩასწორებიდან ის ამოიღეს.

ამ პერიოდში ახალგაზრდებში პოპულარი გახდა ჭიქა წყლის თეორია. ის ეფუძნებოდა სულიერი სიყვარულის სრულ უარყოფას, რომლის შედეგადაც სქესობრივი ურთიერთობები დაყვანილი იყო ინსტიქტური მოთხოვნების დონემდე. ჩანაფიქრი იყო, რომ ფიზიკური სიახლოვე ისეთივე უბრალო და მარტივი უნდა ყოფილიყო, როგორც ჭიქა წყლით წყურვილის მოკვლა.

კომკავშირის კომიტეტები ყველა შესაძლო გზით უწყობდა ხელს ახალგაზრდების ემანსიპაციას. შენობებში, რომლებიც გამოყოფილი იყო საღამოობით, კლასობრივი ბრძოლის შესასწავლად და იდეოლოგიური ლიტერატურის გასაცნობად, რეგულარულად ეწყობოდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები – ე.წ. საღამოები. ასეთი ღონისძიებების მიზანი იყო სასიამოვნო კომუნიკაცია და მონაწილეთა ახლო გაცნობა. ყოველი შეხვედრის დასასრულს, კომკავშირის ლიდერი ბიჭებს სთავაზობდა შეეფასებინათ გოგოები და ამოერჩიათ მათთვის ყველაზე სასურველი პარტნიორი სექსისთვის. სექსზე უარი გოგოს ემუქრებოდა ახალგაზრდული კავშირიდან გარიცხვით.

მოგვიანებით, ცნობილმა მარქსისტმა მწერალმა ა. ლუნაჩარსკიმ თავის სტატიაში გააკრიტიკა ჭიქა წყლის თეორია, რომლის ავტორადაც ხშირად კლარა ცეტკინს და ალექსანდრა კოლონტაის მიიჩნევენ. მართალია, ისინი ფემინისტები იყვნენ, მაგრამ ჭიქა წყლის თეორიის პრიმიტივიზმამდე არ დასულან. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, აღნიშნული თეორიით ლენინიც არ ყოფილა მოხიბლული. „რა თქმა უნდა, წყურვილი უნდა მოიკლა, მაგრამ მოსაწონია, წყლის დალევა ჭუჭყიანი გუბიდან?“,-უთქვამს მას. 

სექსუალური რევოლუცია ხელისუფლებაში იოსებ სტალინის მოსვლასთან ერთად დასრულდა. 1929 წელს ზნეობრივი აღვირახსნილობის ათწლიანი პერიოდი დამთავრდა და დავიწყებას მიეცა. ე.წ. სტალინის კონსტიტუციის მიღებასთან ერთად გაუქმდა ლენინის დეკრეტები ქორწინების გაუქმებას და სქესობრივ თავისუფლებაზე. მამაკაცებს შორის სქესობრივი ურთიერთობები კვლავ კანონით აიკრძალა, საზოგადოების უმნიშვნელოვანესი რგოლი კვლავ ოჯახი გახდა, აბორტები კატეგორიულად აიკრძალა, ახალგაზრდებს კი, უნერგავდნენ აზრს, რომ უბიწოება უნდა შეენარჩუნებინათ და ქორწინებამდელ ურთიერთობებში არ  შესულიყვნენ.

პარტია უკიდურესად ნეგატიურად იყო განწყობილი იმ პერიოდის მიმართ, როდესაც ქვეყანაში ღიად უწევდნენ პროპაგანდას სექსუალურ თავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა დიდი ოდენობით პროტოკოლები და საზოგადოება „ძირს სირცხვილის“ ფოტოები, მათი მოპოვება ენკავედეს საბუთების მოპოვებაზე რთული იყო. „შიშველ დემონსტრაციებზე“ და „თავისუფლად მოაზროვნე“ აქტივისტებზე ინფორმაციის დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია ან საზღვარგარეთ არქივებშია დაცული. 

მსოფლიოში პირველი და უკანასკნელი სექსუალური გადატრიალების შესახებ ცნობების დიდი ნაწილი ამ მოვლენების თვითმხილველებზე და უშუალო მონაწილეებზეა დაფუძნებული.   

      

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,366 ნახვა
%d bloggers like this: