სოციალური ქსელები და მედია

სააკაშვილი თუ უფრო მეტი არა, არანაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე დიმიტრი ყიფიანი, მოსაყდრე შიო კი- ქართველთა ინკვიზიტორია

Nusagi

როგორც “მთავარი არხის” გენრალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში “მთავარი აქცენტი” განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი არანაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე დიმიტრი ყიფიანი იყო.

“ეს არის საეკლესიო ნორმატივების დარღვევით მოსაყდრედ წოდებული, ქართველ სასულიერო პირად წოდებული ვინმე შიო. რომელიც ამბიონზე დგება და გამოაქვს განაჩენი და უსჯის სასჯელს. სასამართლოსაც კი არ გამოუტანია განაჩენი, რომელიც ამ კაცმა გამოიტანა. და უსჯის სასჯელს ძველი აღთქმის დაუნდობელი წესებით.

მას სახარება ნამდვილად არ აქვს წაკითხული თორემ, არ იტყოდა იმას რაც თქვა. არ აქვს წაკითხული და მორჩა. ისმის კითხვა რას აკეთებდა იგი ზაგორსკში, რუსეთში, როცა იქ სასულიერო აკადემიაში სწავლობდა… რასაც აკეთებენ სხვები!.. ზაგორსკის აკადემია არის რუსეთის უშიშროების რეკრუტირების ცენტრი. იქ არ იღებენ განათლებს, იქ ადგილს იკავებენ რუსეთის უშიშროების კარტოთეკაში.

დიახ, ამ კაცს, რომელსაც შიო ჰქვია, ადგილი აქვს დათმობილი რუსული უშიშროების კარტოთეკაში, მაგრამ ეს ადგილი მხოლოდ მისი თანამშრომლობის წერილით არ შემოიფარგლება. იმ კარტოთეკაში ბევრი საინტერესო დოკუმენტი და ვიდეო ფაილია, რომელიც ამ ადმიანს აიძულებს, რომ საკუთარ თავს არ ეკუთვნოდეს და ილაპარაკოს ის სისაძაგლე, რაც ჩვენ ახლა მოვისმინეთ. იყოს ქვეყნის მტერი, მისი თავისუფლების მტერი და რუსი ეგზარქოსი პავლე 21-ე საუკუნეში.

რუსი ეგზარქოსი პავლე არის –  სადამსჯელო ინკვიზიტორი ქართველთა… მოსაყდრე თუ თანამეინახე  შიო  – სადამსჯელო ინკვიზიტორი ქართველთა…

რუსი ეგზარქოსი პავლე – საქართველოს სხეულიდან განკვეთა დიმიტრი ყიფიანი  და აქვე გეტყვით, ისტორიულ ჭრილში მიხეილ სააკაშვილი თუ უფრო მეტი არა, არანაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურაა ქვეყნის ისტორიისთვის, ვიდრე დიმიტრი ყიფიანი იყო.” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის,  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე, მაგრამ ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე.

როგორც მეუფე შიო განმარტავს, ასეთი რამ სახარებაში არ წერია გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება.

“თქვენი ყურადღება იმაზეც გავამახვილო, რომ აქ ჩამოთლილი ხერხების გარდა, ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,329 ნახვა
%d bloggers like this: