ex-sticky სამართალი

საბურთალოზე ჩაცხრილული ახალგაზრდა ქალი ანასტასია შატალოვაა

Nusagi

თბილისში, კამანის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი ანასტასია შატალოვაა, რომელიც ბათუმის ყოფილ ვიცე მერს, ზურაბ ბერიძეს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა. ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

ანასტასია შატალოვა აცხადებდა, რომ ბერიძემ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და დედას აღარ აჩვენებდა.

როგორც შატალოვა სხვადასხვა ტელევიზიებთან და ინტერნეტგამოცემებთან ჰყვებოდა, ბერიძე მას ცოლად მოყვანას შეჰპირდა, თუმცა, ბავშვის გაჩენის შემდეგ ექს-მაღალჩინოსანი პირველ მეუღლეს დაუბრუნდა, მას კი ახალშობილი წაართვა.

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ საქმეზე ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გასულ ღამით, კამანის ქუჩაზე მოხდა. შატალოვას ცეცხლსასროლი არაღიდან ესროლეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. “კურიერის” ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებული არ არის.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,097 ნახვა
%d bloggers like this: