ეს საინტერესოა

აკვალანგისტმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან ჯვაროსნის კუთვნილი ხმალი იპოვა

Nusagi

ისრაელში აკვალანგისტმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან, წყლიდან ძველი ხმალი ამოიტანა, ექსპერტების თქმით, ნაპოვნი ნივთი ჯვაროსნებს ეკუთვნოდა.

ისრაელის სიძველეთა სამმართველო აცხადებს, რომ მამაკაცი ჩრდილოეთ ისრაელში დასვენების დღეებს ატარებდა, როდესაც ძველი არტეფაქტები იპოვა, მათ შორის ღუზა, თიხის ჭურჭელი და ერთმეტრიანი ხმალი. მყვინთავი ნაპირიდან 150 მეტრში, 5 მეტრ სიღრმეზე იმყოფებოდა.

ექსპერტების თქმით, ეს რაიონი ძველი ხომალდების თავშესაფრად გამოიყენებოდა და მრავალ სიძველეს ინახავს, რომელთა ასაკი შეიძლება 4000 წელიც იყოს. მაგრამ ასეთი აღმოჩენები რთულად ხელმისაწვდომია, რადგან აქ მუდმივად ქვიშა მოძრაობს. 

იმის შიშით, რომ ნაპოვნი კვლავ ქვიშაში დაიმარხებოდა, აკვალანგისტმა ხმალი ნაპირზე ამოიტანა და ექსპერტებს გადასცა. ნივთი 900 წლის წინანდელი აღმოჩნდა. 

„ხმალი მთლიანად დაფარულია ზღვის ორგანიზმებით, მაგრამ სავარაუდოდ, რკინისგანაა გაკეთებული“,-აცხადებენ ექსპერტები. მათი თქმით, სასიამოვნოა ისეთი ნივთის აღმოჩენა, რომელიც 900 წლის წინანდელ ეპოქაში გადაგიყვანთ, როდესაც ცხოვრობდნენ რაინდები აბჯრებითა და ხმლებით.

ხმალს გაწმენდენ და ანალიზს ჩაუტარებენ, აკვალანგისტი კი, სანიმუშო მოქალაქეობრივი საქციელისთვის ორდენით დააჯილდოვეს. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,084 ნახვა
%d bloggers like this: