საზოგადოება

თბილისის მერია ავარიულ საცხოვრებელ სახლებს ახლით ჩაანაცვლებს

Nusagi

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების მუნიციპალური პროგრამა წარმოადგინა. კალაძის განცხადებით, ეს პროგრამა დედაქალაქში ავარიული შენობების პრობლემას მოხსნის. ამასთან, ავარიულ შენობების რეაბილიტაციის, ჩანაცვლების და განახლების ხარჯებს მოსახლეობას მერია სრულად დაუფარავს.

„ჩვენ ვართ ის ადამიანები და გუნდი, ვინც ვიცით კონკრეტული პრობლემები ამ ქალაქში. ვინც ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რა უნდა შეიცვალოს. რა გამოწვევებია და რა უნდა გამოსწორდეს. შესაბამისად, თბილისელებს წარვუდგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. ესაა ავარიული სახლების ჩანაცვლება“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ავარიული შენობების პრობლემით დედაქალაქში ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა. „ორი თვეა ვსაუბრობთ ამ თემაზე და არავინ დაინტერესებულა. როდესაც უბედურება მოხდა, მაშინ ყველა გამოვიდა და თქვეს, ეს რა ხდება, როგორი შენობა-ნაგებობები გვაქვს ქალაქში. დიახ, გვაქვს, ესაა ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა. ათი ათასამდე ასეთი შენობა-ნაგებობაა ქალაქში, რომელსაც სხვა და სხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული.

ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ამ შენობებს წლების განმავლობაში ამაგრებდა და დავდეთ პროგრამა, რომლის საშუალებითაც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა მოვახდინოთ ამ სახლების ჩანაცვლება, განახლება, მოწესრიგება, ახალი სახლების მშენებლობა, ისე, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ერთი თეთრი არ დაუჯდებათ. ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი. მათ არაფერი ექნებათ გადასახდელი. მშენებლობის პროცესში ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ამ ადამიანებს გავიყვანთ ქირით და ორი წლის განმავლობაში, როდესაც სამუშაოები დასრულდება, ისინი დაბრუნდებიან გარემონტებულ სახლებში“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, 10 000 ნაგებობის ჩანაცვლება ოთხი წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება. „მაგრამ მთავარია დაიდო პროგრამა თავისი წესებით, რეგულაციებით, რომელიც მომდევნო ათეული წლების განმავლობაში ყველა მთავრობას, რომელიც იქნება დედაქალაქის ხელისუფლებაში, მისცემს ამ პროგრამით სარგებლობის საშუალებას. ამ პროგრამით ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება პრობლემა და საბჭოთა დროის მოძველებული შენობა-ნაგებობი, რომელიც ავარიულია განახლდება ქართული არქიტექტურის ახალი შენობებით“, – განაცხადა კალაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,267 ნახვა
%d bloggers like this: