საზოგადოება

კახა კალაძე: სახელმწიფოს დაფინანსებით, უცხოეთში სასწავლო ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2007-2012 წლებში 574 ადამიანი წავიდა, 2013-2021 წლებში კი 8 100-ზე მეტი

Nusagi

სახელმწიფოს დაფინანსებით, უცხოეთში სასწავლო ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2007-2012 წლებში 574 ადამიანი წავიდა, 2013-2021 წლებში კი 8 100-ზე მეტი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა ზოგადად, ქვეყანაში სტუდენტების დაფინანსების მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა.

„ზოგიერთი ოპონენტი ცდილობს, მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში, მოატყუოს, თუმცა, ჩვენ ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. რიცხვები რომ შევადაროთ, უცხოეთში გასული სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობა 2007-2012 წლებში იყო 574. 2013-2021 წლებში კი სახელმწიფოს დაფინანსებით, უცხოეთში სასწავლო ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 8 100-ზე მეტი ადამიანი წავიდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე ხაზი გაუსვა ამ საკითხებისადმი ოპონენტების დამოკიდებულებას.

„სახელმწიფო ყოველწლიურად დაახლოებით, 900-მდე ბავშვს უშვებს დაფინანსებით უცხოეთში. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი თბილისელ სტუდენტებს ჰპირდება ამ რიცხვის ცხრაჯერ შემცირებას. აქაც კარგად გამოიხატება მათი მიდგომა ამ ქალაქთან მიმართებაში, რომ საერთოდ არაფერი არ გაეგებათ. პროგრამაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია! მთელი საარჩევნო კამპანია აგებული იყო ბოროტებაზე, სიძულვილის ენაზე, შეურაცხყოფაზე. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში საუბრობდნენ ჩვენზე. თან როგორ, სიძულვილის ენით, შეურაცხყოფით, ოჯახზეც გადავიდნენ. ახლა კი ჰპირდებიან, რომ უცხოეთში წამსვლელი სტუდენტების რაოდენობა ცხრაჯერ შეამცირონ. ეს არის მათი რეალური სახე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,366 ნახვა
%d bloggers like this: