საზოგადოება

პეტრე ცაავა სააკაშვილს: გამარჯვების მომნიჭებელი უფალი სიმართლეშია და არა საბჭოთა პატრიარქში

Nusagi

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წერილს ეხმაურება, რომელშიც სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პატრიარქ ილია II-ის ყველა საეკლესიო პოზიციას მხარს უჭერს და რჩება მის სულიერ შვილად.

მეუფე პეტრე წერს, რომ გამარჯვების მომნიჭებელი უფალი სიმართლეშია და არა „საბჭოთა პატრიარქში“.

„რა მწარედ ტყუვდებით ბატონო პრეზიდენტო! ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ დიდ პატრიოტს და ძლიერ პოლიტიკოსს დიდი შეცდომა მოგდით, როდესაც დღევანდელ საპატრიარქოსთან ცდილობთ დიპლომატიური და პოლიტიკური ბინძური თამაშის წესებით ურთიერთობას

მოკლედ გეტყვით, რომ კგბ-ს საბჭოთა, წითელი პატრიარქის საეკლესიო კურსის მხარდაჭერა და კომპლიმენტები დღეს, არც მეტი არც ნაკლები, საბჭოთა მემკვიდრეობისა და ცრუ ქრისტიანობის მხარდაჭერაა, ეკლესიაში არსებული უკეთურების, უზნეობის, პედოფილიის, მამათმავლობის, ნარკომანიის, ვერცხლისმოყვარეობის, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების, საბჭოთა მსოფლმხედველობაში ჩარჩენის და საქართველოსთვის ბედნიერი მომავლის წართმევის მხარდაჭერაა.

უფალმა გაგინათოთ გონება და მოგმადლოთ სიბრძნე, აღმაშენებლისეული აზროვნება, რომლის წარმატებას, დიდგორზე გამარჯვებას და საქართველოს გამთლიანებას წინ უძღოდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება და არა ფარისევლობა, არა პირფერობა, ზნედაცემული მაღალი იერარქიის მიმართ.

უნდა იცოდეთ, რომ გამარჯვების მომნიჭებელი უფალი სიმართლეშია და არა საბჭოთა პატრიარქში… აი რა გაშორებთ თქვენ ნამდვილ ეროვნულ შეგნებასთან და ეროვნულ მოძრაობასთან… გისურვებთ მხნეობას და ჯანმრთელობას თავისუფალი, ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს საკეთილდღეოდ. ამინ!“, – წერია პეტრე ცაავას პოსტში, რომელიც იღუმენია თამარ გამყრელიძემ გაავრცელა.

ინფორმაციისთვის 20 ოქტომბერს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ რჩება ილია მეორის სულიერ შვილად და მხარს უჭერს ყველა მის პოზიციას.

„თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს ერთად ვიბრძოდით ხუთჯვრიანი დროშის დასაკანონებლად, ერთად აღვადგინეთ ბაგრატის, შემდეგ ფოთის და ნეკრესის ტაძრები….შემდგომშიც ყველა ძირითად საკითხში, მათ შორის, სხვა ეკლესიებთან ურთიერთობებში, ვიყავი და ვარ მისი და წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი.

იქნებ, ამ სპეკულაციების ავტორებმა იმაზე ამოიღოს ხმა, რომ სახელმწიფო დროშაზე ჯვრის გამომსახველს არ მეძლევა უფლება ციხეში მკერდზე ჩემი პატარა ჯვარი ვატარო და რაც შეეხება დანარჩენს არავის არ ვურჩევ ისტორიის გადაწერას ვინაიდან ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და საზოგადოებას ამნეზია არ სჭირს“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,392 ნახვა
%d bloggers like this: