მედიცინა

ამ პროექტით საქართველოში შემოდის განსხვავებული სტანდარტის ჯანდაცვა- თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა

Nusagi

თბილისს საერთაშორისო სტანდარტების კიდევ ერთი ახალი კლინიკა შეემატა – უშანგი ჩხაიძის ქუჩაზე მდებარე “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი” 183 საწოლიანია და ის მზად არის პაციენტებს რეგიონის მასშტაბით მოემსახუროს.

საავადმყოფოს გახსნა ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

პროექტში 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„ეს არის უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი კლინიკა, რომელიც მზად არის მოემსახუროს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ პაციენტებს მთელი რეგიონიდან“,-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

როგორც ჰოსპიტლის დირექტორი, გრეგორი კუნცი აცხადებს, პირველ რიგში, ამ პროექტით საქართველოში შემოდის განსხვავებული სტანდარტის ჯანდაცვა.

„ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია ამაყობს, რომ ამ პროექტს განვითარებაში ეხმარება. ვიმედოვნებთ, რომ ეს უზრუნველყოფს საქართველოში ამერიკული სტანდარტის ჯანდაცვას. ხელს შეუწყობს ექიმების გადამზადებას ატლანტის ემორის უნივერსიტეტის, ჩიკაგოს სამედიცინო ცენტრთან და ვირჯინიაში ინოვასთან პარტნიორობით, რომლებიც აშშ-ში ძალიან მაღალი დონის ჰოსპიტლებია. ისინი მხარს დაუჭერენ ტრენინგებით და ცოდნით. იმედია, მჭიდრო კავშირები იქნება ამერიკულ და ქართულ სამედიცინო საზოგადოებებს შორის. ეს იქნება რეგიონული ჰაბი არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ სამედიცინო ტურისტებისთვის“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,649 ნახვა
%d bloggers like this: