მედიცინა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4411 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Nusagi

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 700 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 678 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 022 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 411 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 680 182-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.21%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.83% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.05%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 896 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 622 181.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 617 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 456 შემთხვევა, აჭარა – 111, იმერეთი – 827, ქვემო ქართლი – 293, შიდა ქართლი – 347, გურია – 93, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 348, კახეთი – 696, მცხეთა-მთიანეთი – 104, სამცხე-ჯავახეთი – 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 48.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 358 საიდანაც: 5 725 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 057, აჭარაში – 501, იმერეთში – 1 288. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 367 პირი, მათ შორის, თბილისში – 451, აჭარაში – 115, იმერეთში – 460. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 157, აჭარაში – 28, იმერეთში – 29. 1 012 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 550 – თბილისში, 271 – აჭარაში. 41 621 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 20 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 261 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 225 ადამიანი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,072 ნახვა
%d bloggers like this: