ხელოვნება და კულტურა

ალეკ ბოლდუინმა ფილმის გადაღების დროს ოპერატორი მოკლა, დაჭრილია რეჟისორი

Nusagi

სროლა, რომლის შედეგადაც გადასაღებ მოედანზე დაიღუპა ოპერატორი და დაშავდა რეჟისორი, ალეკ ბოლდუინმა ატეხა,-ამის შესახებ სანტა-ფეს ოლქის შერიფმა განაცხადა. 

დაღუპული 42 წლის ქალი, ფილმ „ჟანგის“ გადაღებებზე ოპერატორად მუშაობდა. ინციდენტი ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნის ჟანრის ფილმის ერთ-ერთი სცენის გადაღებისას მოხდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა იყო სროლის მიზეზი. ერთ-ერთი ვერსიით, მსახიობს ცარიელი ვაზნებით უნდა ესროლა, თუმცა იარაღში ნამდვილი ტყვიები აღმოჩნდა. 

ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუსი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ. 

ბოლდუინი ფილმის თანაპროდიუსერია, ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მისი გმირის 13 წლის შვილიშვილს შემთხვევით მკვლელობის გამო ასამართლებენ.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ბოლდუინი საკუთარი ფეხით გამოცხადდა სამართალდამცველებთან, ის უკვე დაკითხულია და დატოვა პოლიციის შენობა. ჯერჯერობით მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,084 ნახვა
%d bloggers like this: