პოლიტიკა

თუ ხელისუფლება სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ რაიმე ნაბიჯს გადადგამს, ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ამას

Nusagi

მაქვს ჩემი სათქმელი პრეზიდენტთან. ახლა ვერ ვიტყვი, რაზეც უნდა ვისაუბროთ. როგორც ჩანს, მასაც აქვს თავისი სათქმელი,-ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა.

„მაქვს ჩემი სათქმელი პრეზიდენტთან. ახლა ვერ ვიტყვი, რაზეც უნდა ვისაუბროთ. როგორც ჩანს, მასაც აქვს თავისი სათქმელი, ამიტომ, როდესაც მოვინახულებ, შემდეგ გეტყვით. ეს არის პოლიტიკური დევნა. ხელისუფლება რაც არ უნდა გავაფრთხილოთ, ჭკუაზე არ არიან, ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ამას, თუ მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ რაიმე ნაბიჯს გადადგამენ. მე არ მაქვს უფლება, მიხეილ სააკაშვილს რამე ვურჩიო, ეს მისი მორალური და პოლიტიკური აქტია. სააკაშვილს ჰყავს პირადი მტერი ვლადიმერ პუტინის სახით, პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდი შიში და გულისყრები პუტინს აქვს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ რუსული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული ამ საქმიანობაში. ის, რაც სააკაშვილმა თქვა, აუცილებლად სათქმელი იყო“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,577 ნახვა
%d bloggers like this: