პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ხაზარაძე იყო სააკაშვილის კრიმინალური დავალებების, ქონების წართმევის შემსრულებელი

Nusagi

ხაზარაძე სააკაშვილის კრიმინალური დავალებების მოსამსახურე, ბიზნესების დატერორების, ქონებების წართმევის და შემდეგ ბანკის საშუალებით მთელი ამ ტრანზაქციების გატარების უბადლო შემსრულებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაღდათში, საარჩევნო შტაბთან შეხვედრის შემდეგ, მამუკა ხაზარაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მამუკა ხაზარაძე კრახით დაამთავრებს.

„რაც შეეხება ხაზარაძეს, ხაზარაძე არის იქ, სადაც უნდა იყოს ის ყოველთვის იყო სააკაშვილის ერთგული მსახური; იგი იყო სააკაშვილის კრიმინალური დავალებების მოსამსახურე. ბიზნესების დატერორების, ქონებების წართმევის და შემდეგ ბანკის საშუალებით მთელი ამ ტრანზაქციების გატარების უბადლო შემსრულებელი. კაცმა, რომელსაც ერთ დროს წარმატებული ბანკირის იმიჯი ჰქონდა, როგორ უნდა მოახერხო, რომ დღეს დაგარქვან მევახშე და სააკაშვილის მსახური. საერთოდ როგორ ბედავს ეს კაცი, რომ ჩვენზე და ლაპარაკობს, თვითმმართველობაზე და დემოკრატიაზე. ამიტომ ღირსია, ამიტომაც უპასუხა ხალხმა და 2%-ზე მეტს ვერ იღებს არჩევნებზე. ასეც დაამთავრებს კრახით, ისევე, როგორც წინა არჩევნებზე დაამთავრა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,102 ნახვა
%d bloggers like this: