პოლიტიკა

სააკაშვილი არის მოშიმშილე პატიმარი და ამ მდგომარეობაში ამომრჩეველს დაურბილდება მასზე წარმოდგენა

Nusagi

მიხეილ სააკაშვილი არის არა მხოლოდ პატიმარი, არამედ მოშიმშილე პატიმარი,-ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა ტვ-პირველის ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.

მისივე თქმით, სააკაშვილი არის მოშიმშილე პატიმარი და იქმნება შთაბეჭდილება, რომ საკუთარი სიცოცხლის გაწირვაზეა წამსვლელი.

„ამ მდგომარეობაში ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს დაურბილდება სააკაშვილზე წარმოდგენა და მნიშვნელობას გადაიტანს მასზე, როგორც სასიკეთო ცვლილებების ავტორზე. სააკაშვილის ფაქტორი არ მგონია, იყოს ოპოზიციის შიგნით განხეთქილების შემომტანი და არ მგონია, რომ ის ოპოზიცია, რომელიც შეიძლება არსებობდეს მელიასა და სააკაშვილს შორის, იყოს აქტუალური“,-განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

მისივე თქმით, აუვილებელია ის ხალხი, რომელიც პირველ ტურზე არ მივიდა არჩევნებზე, ახლა მივიდეს და ხმა მისცეს ოპოზიციურ კანდიდატს.

„ამ მიმართულებით, ნაციონალურმა მოძრაობამ გადადგა საკმაოდ სწორი ნაბიჯი, ისინი აღარ იძახიან, რომ მოვდივართ, ჩვენ ვართ მტავარი ოპოზიციური ძალა“,- განაცხადა კაჭკაჭიშვილმა და აღნიშნა, რომ ჩრდილოვანი კაბინეტი ამომრჩეველში არ ტოვებს ნაციონალური მოძრაობის ჰეგემონობის განცდას. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,497 ნახვა
%d bloggers like this: