პოლიტიკა

ტიტე აროშიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციას გეგმავს

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციას გეგმავს“, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტიტე აროშიძემ განაცხადა.

ის დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო მოხელეების მოსყიდვასა და დაშინებას ცდილობს. მისი ინფორმაციით, აქციაზე დააანონსებენ, თითქოს, აქციას ბათუმის მერიის თანამშრომლები უერთდებიან. მან მოსახლეობას მოუწოდა, არ აჰყვეს პროვოკაციებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქში გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავს. მინდა, მოვუწოდო თანამოქალაქეებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომლებიც კრიმინალურ დაჯგუფებად ჩამოყალიბდნენ; შეინარჩუნონ სიმშვიდე, ეს არის ქალაქი, რომელსაც არ უყვარს დესტაბილიზაცია და არეულობა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს გარკვეულ დესტაბილიზაციის შემოტანას ქალაქში, ამასთანავე აქციაზე დაანონსდა, თითქოსდა, ქალაქ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები უერთდებიან მათ აქციას. შესაძლოა, ეს ასე იყოს, დაბულინგებისა და სხვა საქციელებით აიძულებენ ადამიანებს, შეუერთდეს ამ აქციას, რაც მიუღებელია. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც პასუხისმგებელია ქალაქში არსებულ სიტუაციაზე, ყველაფერს გავაკეთებთ რომ ქალაქში სიმშვიდე შენარჩუნდეს“,- აცხადებს ტიტე აროშიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,084 ნახვა
%d bloggers like this: