პოლიტიკა

ქუთაისის მერობის კანდიდატი „მთავარ არხს“ სასამართლოში უჩივის

Nusagi

ქუთაისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის ტელეკომპანია „მთავარს“, მის დირექტორს, ნიკა გვარამიას და ჟურნალისტ ეკა გაგუას სასამართლოში უჩივის.

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, მისი მოთხოვნაა, ტელეკომპანია „მთავარს“ დაევალოს ცილისმწამებლური ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება 55 555 ლარის ოდენობით.

„საქმის მოგების შემთხვევაში, თანხა გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში „ქუთაისი“, რომლის ძირითადი საქმიანობა მძიმე კატეგორიის დაავადებულების დახმარებაა. მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემს მსგავსად, „ქართული ოცნების“ სხვა წევრებიც აპირებენ სამართლებრივ ბრძოლას ამ ტოტალური ტყუილების და შეურაცხყოფების წინააღმდეგ და პირობას ვდებ, ვიბრძოლებ ყველა – ადგილობრივ/ეროვნულ, თუ ნებისმიერ სამართლებრივ ინსტანციაში“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა და სარჩელს ხელი ჟურნალისტების თანდასწრებით მოაწერა.

ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ იოსებ ხახალეიშვილი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის აგენტია. როგორც გვარამიამ თქვა, ის „გადაბირებულია უშიშროების სამინისტროს მიერ იგორ გიორგაძის დროს, 1994 წელს“. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, იოსებ ხახალეიშვილის აგენტურული ფსევდონიმია „ბოცა“.

„მთავარი არხის“ ეთერში იოსებ ხახალეიშვილის შესახებ რეპორტაჟი 9 ოქტომბერს გავიდა.

reginfo

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,102 ნახვა
%d bloggers like this: