ex-sticky უცხოური მედია

მაშველებმა ფეხმძიმე მრავალშვილიანი ქალი 10-მეტრიანი ხიდან ჩამოიყვანეს

Nusagi

უკრაინის ქალაქ ნიკოპოლში მაშველებმა უჩვეულო შეტყობინება მიიღეს. მოქალაქე იტყობინებოდა, რომ ფეხმძიმე ქალი ხის კენწეროზე იჯდა და ჩამოსვლას ვერ ახერხებდა.

ქალი მე-4 სართულის (10 მეტრის) სიმაღლეზე იჯდა და შველას ითხოვდა. ინფორმაცია დნეპროპეტროვსკის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გაავრცელა.

დაზარალებული 28 წლის ქალი ხიდან შესაძლოა, ყოველ წუთს ჩამოვარდნილიყო. ასევე გაირკვა, რომ ის არა მხოლოდ ორსული, არამედ მრავალშვილიანი დედაცაა. ხიდან ქალის ჩამოსაყვანად მაშველებმა დასაგრძელებელი 3-სექციანი კიბე გამოიყენეს.

„თითქმის ყოველდღე გვიხდება ხიდან კატების ჩამოყვანა, ეს უკვე ნაცნობი სიტუაციაა, მაგრამ დღევანდელი გამოძახება ნამდვილად გამონაკლისი იყო“,-აცხადებენ მაშველები.

რატომ გადაწყვიტა ასეთ სიმაღლეზე ასვლა, ქალმა ამის შესახებ დუმილი არჩია. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,366 ნახვა
%d bloggers like this: