პოლიტიკა

ნიკა გვარამია: ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება 

Nusagi

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, გლდანის ციხეში იმიტირებული ბუნტი იგეგმება, რომლის დროსაც ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება. 

,,ჩვენი ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირდაპირ უსაფრთხოების პრობლემების შემცველი და ეს პრობლემები იქნება იმიტირებული ჩვენი ინფორმაციით, ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების მიერ. იქნება ე.წ. იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით, ასეთი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ” – განაცხადა გვარამიამ.

გვარამია სახალხო დამცველს მიმართავს, რათა შეისწავლოს ყველაფერი და აღნიშნული საკითხი, პირად პასუხისმგებლობაში აიყვანოს. 

შეგახსენებთ, მოშიმშილე ექსპრეზიდენტი სამედიცინო ჩარევაზე თანახმაა, თუმცა აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოში გადაყვანა არ სურს, თუმცა კერძო კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგი არ არის.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,412 ნახვა
%d bloggers like this: