ჯანდაცვა

ვაქცინები ეფექტიანია, მაგრამ არა 100%-ით-სუმია სვამინათანი

Nusagi

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა სუმია სვამინათანმა განაცხადა, რომ პანდემიის დასასრულებლად ვაქცინაცია არ არის საკმარისი. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

მან მოუწოდა მსოფლიოს გაფართოებული ვაქცინის თანასწორობისა და ხელშეწყობისაკენ ღარიბი ქვეყნებისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის გავრცელება, რომელიც იწვევს კოვიდ 19-ის მუტაციურ ვარიანტებს.

ვაქცინები ეფექტიანია, მაგრამ არა 100%-ით

„ვაქცინაცია მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია. ეს არ არის ვერცხლის ტყვია. ვაქცინები ძალზე ეფექტიანია, რათა მძიმე დაავადებებისგან დაცული იყოს საზოგადოება… მაგრამ ვაქცინები არ არის 100%-ით ეფექტიანი ინფექციის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჯანმოს მთავარმა მეცნიერმა.

მიუხედავად იმისა, რომ აცრა გვიცავს და გამონაკლისი შემთხვევები იშვიათია, ვაქცინაცია არ ნიშნავს იმას, რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია გადასდოს ვირუსი მეორე ადამიანს.

დღესაც არის ქვეყნები ვაქცინაციის მაღალი რიცხვებით და მათ ჯერ კიდევ აქვთ ინფექციის მზარდი მაჩვენებლები. რაც უფრო მაღალია ინფექციის გავრცელება, საფრთხე არის, რომ თქვენ ქმნით ახალ ვარიანტებს, რომლებიც შემდეგ დააინფიცირებენ სხვა ადამიანებს, თუნდაც ვაქცინირებულებს. გამოიყენეთ სხვა ზომები მანამ, ვიდრე მსოფლიოში ყველა არ იქნება დაცული“, – განაცხადა სუმია სვამინათანმა.

არ დასრულდება პანდემია ვაქცინების თანასწორობის გარეშე

სვამინათანმა თქვა, რომ კორონავირუსმა ვაქცინების გადანაწილების გლობალური უთანასწორობა მკვეთრი შემსუბუქებისკენ მიიყვანა და გამოიწვია ის, რასაც მან „ორმხრივი პანდემია“ უწოდა.

არსებობს მსოფლიოს ერთი ნაწილი, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი ვაქცინირებულია, ასეთ ქვეყნებში ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. თუმცა, სამწუხაროდ, მსოფლიოს ნახევარს ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა ვაქცინებზე. აფრიკის კონტინენტზე ადამიანთა 2%-ზე ნაკლებია სრულად აცრილი და მათთვის ჯერ შორს არის ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნება.

სვამინათანი ამტკიცებდა, რომ პანდემიის სამუდამოდ დასრულების ერთადერთი გზა იყო მდიდარი ქვეყნების მიერ მეტი სოლიდარობის გამოვლენა:

„უბრალოდ მეტი დრო დასჭირდება, თუ მსოფლიო ერთად გადაწყვეტს გაერთიანდეს და გამოავლინოს სოლიდარობა. ქვეყნებმა გაიზიარონ ვაქცინების მნიშვნელობა, დიაგნოსტიკა, მკურნალობის მიდგომა, რომელიც დღეს გვაქვს, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ სიკვდილი. ჯერ კიდევ მთელ მსოფლიოში COVID 19-ის გამო ყოველ კვირას 40,000-45,000-ზე მეტი ადამიანი იღუპება და ეს უნდა შეწყდეს“,- განაცხადა ჯანმოს მთავარმა მეცნიერმა.

მზადება შემდეგი პანდემიისთვის

მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას მომავალ პანდემიასთან მზადყოფნისთვის ინვესტირება მოახდინოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული დამანგრეველი შედეგები, რომელიც მსოფლიომ იხილა ბოლო 20 თვის განმავლობაში.

„მსოფლიომ კვლავ უნდა იფიქროს პანდემიისთვის მზადყოფნაზე,“ – თქვა სვამინათანმა და დასძინა, რომ არსებობს რამდენიმე საკითხი, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განიხილოს. „როგორ მოვემზადოთ შემდეგი პანდემიის პრევენციისთვის? და თუ ეს სრულიად შეუძლებელია, როგორ აღმოვაჩინოთ ის ადრეულ ეტაპზე? როგორ ვუპასუხოთ მას?“, – აცხადებს სპეციალისტი.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ პრევენციული გეგმები საჭიროებს დაფინანსებას, რათა შეიქმნას გლობალური სივრცე, რომ მთელ მსოფლიოში შესაძლებელი გახდეს მონაცემების გაზიარება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,146 ნახვა
%d bloggers like this: