Uncategorized

„რეგულირების სააგენტოს დავავალებ, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს მზაობა კიდევ ერთხელ შეისწავლოს“ – ჯანდაცვის მინისტრი

Nusagi

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მისი დავალებით სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო გლდანის ციხის საავადმყოფოს მზაობას კიდევ ერთხელ შეისწავლის, დასკვნა კი გასაჯაროვდება.

„გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებაში არის ძალიან მაღალი ინტერესი თუ რომელ ტიპს შეესაბამება ეს კლინიკა და რა ხარისხის არის, დავავალებ რეგულირების სააგენტოს, რომ განმეორებით შეისწავლოს კლინიკის მზაობა, დადოს შესაბამისი დასკვნა და ეს გასაჯაროვდეს, რათა აღარ იყოს კითხვები იმასთან დაკავშირებით, წარმოადგენს თუ არა ეს კლინიკა რომელიმე პაციენტისთვის რისკს.

თუ ეს კლინიკა არ აკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მოთხოვნებს, მაშინ რისკის ქვეშ დგანან სხვა პაციენტებიც“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,577 ნახვა
%d bloggers like this: