პოლიტიკა

„რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, ციხიდან რომ გამოიხსნან“ – ირაკლი კობახიძე

Nusagi

„რომელი ნესტან – დარეჯანი სააკაშვილია ციხიდან რომ ვიღაცამ გამოიხსნას. რაზეა საუბარი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ შიმშილობაზე პასუხისმგებელი თავად პატიმარია, მაგრამ გართულების შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებლობის შესაბამისად იმოქმედებს.

„რომელი ნესტან – დარეჯანი სააკაშვილია, ციხიდან რომ ვიღაცამ გამოიხსნას. რაზეა საუბარი?! ძალიან მარტივად, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, მთავარია ადამიანის უფლებების დაცვა და მთავარია იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც არის დაკავშირებული პატიმართან.

შიმშილობაზე თვითონ პატიმარია პასუხისმგებელი, მაგრამ შიმშილობის გამო თუ რაიმე გართულება იქნება, ბუნებრივია, ეს არის იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობა. იუსტიციის სამინისტრო იმოქმედებს პასუხისმგებლობის შესაბამისად“, – ირაკლი კობახიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,267 ნახვა
%d bloggers like this: