პოლიტიკა

სააკაშვილის დროინდელ ციხეში იყო აპრობირებული მეთოდი – ცემა და შიმშილობის შეწყვეტა

Nusagi

ზესტაფონის მოქმედმა მერმა გიორგი გოგლიჩიძემ „ქრონიკასთან“ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, ციხეში შემშილობის გამოცხადების გამო, ცემდნენ და მიცვალებულის ცხედარზე აბამდნენ.

„ბრალად მედებოდა კომპანია „ვისოლიდან“ საბუთების გაყალბება, კომპანიაში, სადაც არ მიმუშავია ერთი დღე. კარგად მახსოვს რამდენჯერ მცემეს იმისათვის, რომ მე შიმშილობა შემეწყვიტა. ასევე ექცეოდნენ არაერთ პატიმარს, რომელიც შიმშილობდა. იყო აპრობირებული მეთოდი, ცემა და შიმშილობის შეწყვეტა. სამი დღე ჩამიყვანეს ე.წ. პროზექტურაში, სადაც მიცვალებულზე ვიყავი გამობმული. ასეთი სისასტიკით ეპყრობოდნენ მაშინდელ პენიტენციურ სისტემაში პატიმრებს. დედაჩემი შეეწირა ჩემს ამბებს, მას ინსულტი დაემართა“, – აცხადებს გიორგი გოგლიჩიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,577 ნახვა
%d bloggers like this: